დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

რა არის დიორამა?

რა არის დიორამა?

ერთ-ერთი ადრეული და გამორჩეული დიორამა ბრიტანეთის არმიის ოფიცერმა შექმნა და ის ასახავდა ვატერლოოს ბრძოლას...

და რა არის დიორამა?..

დიორამა სამგანზომილებიანი სრული ზომის ან მინიატურული მოდელია, რომელიც შეიძლება ასახავდეს საბრძოლო სცენას, ისტორიულ მოვლენას, ქალაქისა თუ სოფლის ხედებს, ინტერიერს, ლანდშაფტს და ა.შ. ის შეიძლება აცოცხლებდეს რეალურ ან წარმოსახვით ადგილებს, თუმცა ყველა კარგი დიორამა უნდა იყოს მაქსიმალურად რეალისტური.

დიორამების შექმნა საკმაოდ პოპულარული და ძვირდღირებული ხელოვნების მიმართულებაა საზღვარგარეთ. გამორჩეული დიორამები, როგორც ხელოვნების ნიმუშები ხშირად მუზეუმებში იკავებენ ადგილს.

ჩვენ დიორამებს ახალი დანიშნულება მივეცით. ჩვენი ნამუშევრებით ყველას აქვს საშუალება, რომ საკუთარი მოგონებები და საყვარელი ადგილები გააცოცხლოს. ვფიქრობთ, არ არსებობს ხელოვნების ამ სფეროს უკეთესი გამოყენება, ვიდრე ადამიანებისთვის მათთვის ბედნიერი წუთების და მონატრებული ადგილების მუდმივი გახსენებაა.

და ბოლოს, როცა საქმე შენი მოგონებების გაცოცხლებას ეხება, ყველა უმნიშვნელო დეტალი მნიშვნელოვანია... ამიტომ დეტალებში გაიხსენე ის, რაც გიყვარს და გააცოცხლე...